მამუკა მდინარაძე – უკრაინის ავტოკეფალიაზე ეკლესიის პოზიციას ველოდებით, ზედმეტი აჟიოტაჟი ხელოვნურია

16:05, 07.01.2019

ჩვენ უკრაინის ავტოკეფალიაზე ეკლესიის პოზიციას ველოდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი.

„ვინ ამბობს, რომ ქართულმა მხარემ პოზიციის დაფიქსირება გააჭიანურა. ჩვენ ბუნებრივია, ველოდებით ეკლესიის პოზიციას. არ შეიძლება, მე გავაკეთო კომენტარები ამ საკითხზე, ვიდრე არ გააკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია. ამაზე ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არის ხელოვნური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი