მამუკა მდინარაძე - უფრო მეტი სტიმული მოგვეცა, მეორე ტურში დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“
უფრო მეტი სტიმული მოგვეცა, მეორე ტურში დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„მეორე ტურში აუცილებლად იქნება ბრძოლა, რომელმაც თავისი შედეგი უნდა უზრუნველყოს – ქვეყნის წინ წაყვანა, ქვეყნის გამთლიანება, ქვეყნის განვითარება და გრძელვადიან პერსპექტივაში დემოკრატიის განვითარება. ეს იყო დღევანდელი პათოსი, რის შემდეგაც, ჩვენ უფრო მეტი სტიმული მოგვეცა, მეორე ტურში დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის მეორე ტურისთვისა და ბრძოლისთვის.