მამუკა მდინარაძე - სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ცხარე კამათია
მამუკა მდინარაძე - სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ცხარე კამათია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ცხარე კამათია. თუმცა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ამერიკულ სისტემაზე“ ლაპარაკი არ არის სწორი.

„არ მგონია, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებული კამათი იქამდე მივიდეს, რომ რაღაც სერიოზული ბზარი გაჩნდეს და ვინმეს დატოვება გამოიწვიოს ამ ე.წ. კონფლიქტმა. მაგრამ კონფლიქტსაც არ დავარქმევ. ცხარე კამათია, არ დაგიმალავთ. მეც და გუნდის სხვა ლიდერებსაც მიაჩნიათ, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება. ჩვენ ავირჩიეთ გზა, რომელიც არის პროპორციული სისტემა და 2024 წელს ჩატარდება ამ სისტემით და ახლა ამ სისტემის რადიკალურად შეცვლა და სრულად მაჟორიტარულ, ანუ „ამერიკულ სისტემაზე“ ლაპარაკი არ იქნება სწორი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.