მამუკა მდინარაძე - როდესაც საუბრობ, რომ ვიღაც სადღაც ფულს ათეთრებდა, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა წარმოადგინოს
მამუკა მდინარაძე - როდესაც საუბრობ, რომ ვიღაც სადღაც ფულს ათეთრებდა, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა წარმოადგინოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მასაც შეუძლია, ნებისმიერზე თქვას, რომ ფულს ათეთრებდა. ამ განცხადებით, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის, განცხადებას, რომელიც „პროგრეს ბანკს“ შეეხებოდა. ხაზარაძემ მედიას განუცხადა, რომ აღნიშნული ბანკის შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ხაზარაძის თქმით, როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები.

„ფულის გათეთრება არასწორი ტერმინია, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ამ ტერმინს ძალიან ხშირად სპეკულაციურად იყენებენ. სად იყო შავი ფული, რომ გათეთრებულიყო, თავის ქეისზე ასე საუბრობენ. კონკრეტული ბრალი – მაგალითად, ვიცით, რომ 16 მილიონი ვიღაცამ გაიტანა ბანკიდან. მერე ეს თანხა ოფშორებში მოხვდა. მერე ვალდებულებები არ შესრულდა და არ დააბრუნეს. 17 მილიონი სადღაც გაქრა. აქ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეა საუბარი. თუ ვინმე იქ, მეორე შემთხვევაში, მეტყვის ის ადამიანი რაზეც საუბრობს, რაში გამოიხატებოდა, იმ შემთხვევაშიც რაღაც კონკრეტული უნდა თქვას, რომ ცოტა სერიოზულად ვილაპარაკოთ ამ თემაზე. როდესაც ზოგადად საუბრობ, რომ ვიღაც სადღაც ფულს ათეთრებდა, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა წარმოადგინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენზე იეჭვებენ, რომ ჭორაობ. იმ აუდიტის დასკვნაში თუ დანაშაულის შესახებ მითითება არ არის, არ შეიძლება, ვიჭორაოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი