მამუკა მდინარაძე - პოლიტსაბჭოს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მას ჩვენი გუნდის წევრები გაეცნობიან
მამუკა მდინარაძე - პოლიტსაბჭოს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მას ჩვენი გუნდის წევრები გაეცნობიან

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინება გუნდის წევრებს გადაეგზავნათ.

მდინარაძის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ გაახმოვანებს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო თავის პოზიციას.

„დღეს დილით, 10:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭომ რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება შიდა ჩატში დავუგზავნეთ ჩვენი გუნდის წევრებს. სანამ საზოგადოება ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგებს, ჯერ ჩვენი გუნდის წევრებს მივეცით მისი გაცნობის საშუალება. ამიტომ მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ პოზიციის გახმოვანებისგან. ჩვენი გუნდის წევრები გაეცნობიან და ამის შემდეგ ალბათ, სულ რამოდენიმე წუთში პოლიტსაბჭოს განცხადება გამოქვეყნდება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.