მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს გასაკეთებელი საქმეები და არა სააკაშვილის განცხადებები
მამუკა მდინარაძე - პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს გასაკეთებელი საქმეები და არა სააკაშვილის განცხადებები

საზოგადოება ჩვენგან ითხოვს კონკრეტულ საქმეებს, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კი აღარ არის საინტერესო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს გასაკეთებელი საქმეები, მსჯელობა და კამათი ამ თემებზე და არა სააკაშვილის განცხადებები.

„ამ ადამიანის განცხადებები აღარ არის საინტერესო, უნდა დავტოვოთ წარსულში. მის დღის წესრიგში არ უნდა შევიდეთ. მისი ინტერესია, რაღაც განცხადებას რომ გააკეთებს, მერე ვილაპარაკოთ და ეს უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგი. პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს გასაკეთებელი საქმეები, მსჯელობა და კამათი ამ თემებზე. საზოგადოება ჩვენგან ითხოვს კონკრეტულ საქმეებს, კონკრეტულ რეფორმებს – არა იმას, ვიღაცამ განცხადებები რომ გააკეთა, რაღაც სულელური განცხადებები და შემდეგ ამას აყვებიან თუ არა, საერთოდ არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.