მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობამ“ აირჩია ერთადერთი ხაზი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს და ეს არის პროვოკაცია
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობამ“ აირჩია ერთადერთი ხაზი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს და ეს არის პროვოკაცია

„ნაცმოძრაობამ“ აირჩია ერთადერთი ხაზი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს და ეს არის პროვოკაცია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„ნიკა მელიას შემთხვევაში, კარგი გამოსაძიებელია, პირდაპირ გეტყვით. გამოსაძიებელია, ქვები საერთოდ დაუშინა თუ არა ვიღაცამ; გუშინდელი ტირის თუ კისტის თოფის არ იყოს, რაზეც ვერ ხდება ვერანაირი ინფორმაციის მოძიება. უკვე ერთ დღეზე მეტია, ვცდილობთ, მოვიძიოთ ინფორმაცია. ლამის გამომძიებლები გახდნენ ჩვენი აქტივისტები, რომ დაეხმარონ გამოძიებას. იქნებ, მოიძიონ, ვინ მიაყენა რაღაც დაზიანება ტირის თუ კისტის თოფით, ამ წუთამდე ვერ დგინდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წყაროებით, გამოძიება რას დაადგენს, არ ვიცი. ჩვენი ინტერესია, რეალობა გაირკვეს და ძალიან არ მინდა, რომ აღმოჩნდეს მათ მიერ მოწყობილი „სპექტაკლი“, რადგან ფაქტები რაც არის, იქ პროვოკაციის აშკარა ნიშნები. არ გამოვრიცხავ, თუმცა დარწმუნებით ვინმე რომ ამ სიტყვაზე არ მომედავოს, არ შემიძლია, ვთქვა. მაგრამ აქაც იკვეთება გარკვეული „სპექტაკლის“ ნიშნები. ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი ხაზი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს როგორც ჩანს უკვე „ნაცმოძრაობამ“ აირჩია და ეს არის პროვოკაცია და ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.