მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმა ჩაუფლავდა, რადგან მათმა სპექტაკლებმა ვერ გაჭრა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმა ჩაუფლავდა, რადგან მათმა სპექტაკლებმა ვერ გაჭრა

„ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმა ჩაუფლავდა, რადგან მათმა სპექტაკლებმა ვერ გაჭრა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, მათ ვერ შეძლეს თავისი მომხრეების დაჯერებაც კი, რომ რაღაც ხდება ამ ქვეყანაში.

„დღეს ჩვენ ქალაქის მერისგან გავიგეთ, რომ 25 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა ნებართვაზე წერილი, რომ უნდოდათ, სამი დღის განმავლობაში 100 000-იანი აქცია ჩაეტარებინათ. მათ ეს გეგმა ჩაუფლავდათ, რადგან მათმა სპექტაკლებმა ვერ გაჭრა. საზოგადოება არ წამოეგო ამ ანკესს. ყველამ კარგად და რეალურად აღიქვა, რა ხდება სინამდვილეში და რა არის მართალი.

თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ვერ შეძლეს თავისი მომხრეების დაჯერებაც კი, რომ რაღაც ხდება ამ ქვეყანაში; რომ 50-კაციანი ბანდები დათარეშობენ. ნებისმიერი კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და მკაცრი საპარლამენტო კონტროლის პირობებში ჩვენ ვაპირებთ, თითოეულ კითხვას ჩავყვეთ იქამდე, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ რომ 19, 20 და 21 ოქტომბერს თბილისში მათ მიერ დაგეგმილი აქცია გადაიდო.

დატოვე კომენტარი