მამუკა მდინარაძე - ხაზარაძის წერილი, რომელიც ხელში გვაქვს, არაფერი სერიოზულის საფუძველს არ იძლევა
მამუკა მდინარაძე - ხაზარაძის წერილი, რომელიც ხელში გვაქვს, არაფერი სერიოზულის საფუძველს არ იძლევა

ხაზარაძის წერილი, რომელიც ხელში გვაქვს, არაფერი სერიოზულის საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„შეფასებისგანაც კი თავი შევიკავოთ და ვთქვათ, ხელში რა გვაქვს, ეს პასუხი იქნება ყველაფერზე. ხელში გვაქვს ფურცელი, რომელზეც რაღაც არის დაბეჭდილი და ჩნდება კითხვები, ამისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა დავიბაროთ თუ არა. როდესაც დამატებით არგუმენტად შუამავალი მოგვყავს, მას აქვს ვალდებულება, გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცეს და ინფორმაცია მიაწოდოს. თუ მამუკა ხაზარაძე შუამავალსაც არ ამბობს და სასამართლოში მხოლოდ ნაბეჭდი ფურცელი მიაქვს, დასკვნები ვინ ან როგორ უნდა გამოიტანოს. თუკი რამე სხვა მონაცემი იქნება, შეიძლება სხვაგვარად ვისაუბროთ. დღეს ჩვენ რაც ხელში გვაქვს, არაფერი სერიოზულის საფუძველს არ იძლევა, ეს ფაქტია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა.