მამუკა მდინარაძე - დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება
მამუკა მდინარაძე - დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება

დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება – ასე ეხმაურება კოლეგების მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, თუმცა უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება.

„გუშინ პარტიის ოფისში, ამ საკითხებთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა. შეფასებას, რომ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან უხეშად დაირღვა პარტიული დისციპლინა, გაკეთდა არაკორექტული განცხადებები, პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაეთანხმა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი. ამის მიუხედავად, ასეთი განცხადებების კეთება და ამით პარტიული დისციპლინის დარღვევა კვლავ გრძელდება, თუმცა ყველას ვთხოვ, რომ ნუ აყვებიან ამ ცალკეულ განცხადებებს. შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უახლოეს დღეებში ყველაფერი დალაგდება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დალაგდება ეს საკითხი, გარწმუნებთ რომ პრობლემა აღმოიფხვრება, პარტიაში იქნება შეხვედრა, ამ განცხადებებს დეტალურად განვიხილავთ, იქნება შესაბამისი რეაგირება. დაპირისპირების, კლანების, ვიღაცის გადადგომის თემები გუნდის შიგნით არ განიხილება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი