მამუკა მდინარაძე - არასერიოზული იქნება, ხვალ თუ გავაგრძელებთ საუბარს ე.წ. გერმანულ მოდელზე
მამუკა მდინარაძე - არასერიოზული იქნება, ხვალ თუ გავაგრძელებთ საუბარს ე.წ. გერმანულ მოდელზე

არასერიოზული იქნება, ხვალ თუ გავაგრძელებთ საუბარს ე.წ. გერმანულ მოდელზე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალისთვის დაგეგმილ მორიგ შეხვედრაზე საუბრისას, რომლის ინიციატორიც დიპლომატიური კორპუსია.

„ამაზე აღარ გვექნება საუბარი. შემდეგ გადააკეთეს და თქვეს, რომ ქართული მოდელი არის, მსგავსიაო. იმაზე, რომ პროპორციული არ არის იგივე შერეული სისტემა და 150 არ უდრის 77-ს, აღარ ვაპირებთ საუბარს. თუ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს რაციონალური წინადადებები, წინადადებები, რომლებიც შეიძლება ჩაჯდეს მოქმედ კონსტიტუციაში, მაშინ ვისაუბრებთ ნებისმიერ თემაზე. ვნახოთ, რა შემოთავაზებით მოვლენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, კომენტარი გააკეთა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ: „ვნახოთ, თუ რაზე იქნება საუბარი, თუ რაიმე სხვა ალტერნატივა არის არსებულ სისტემაში, რომელიც ამავდროულად დემოკრატიულია და პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ვნახოთ, რაზე იქნება საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.