მამუკა მდინარაძე - ​მედიათავისუფლება ისე გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ, არ არის სწორი საქციელი და გთხოვთ, გაითვალისწინოთ
მამუკა მდინარაძე - ​მედიათავისუფლება ისე გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ, არ არის სწორი საქციელი და გთხოვთ, გაითვალისწინოთ

ვიქტორ ჯაფარიძის სახლში შეღწევა მისი ნებართვის გარეშე მაშინ, როდესაც იქ არავინ იმყოფება, სულ მცირე ძალიან ცუდი საქციელია; რაღაც სტანდარტზე უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში, ძალიან კარგია მედიათავისუფლება და მე მგონი, „ქართულ ოცნებას“ ამაში რაღაც წვლილი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ მედიათავისუფლება ისე გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ, არ არის სწორი საქციელი და გთხოვთ ყველას, გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. რაღაც შეთანხმების ფარგლებში რომ ასე არ მოიქცევა არავინ, უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა და მისი ნათქვამის დამადასტურებელი ფოტო ჟურნალისტებს წარუდგინა.

მდინარაძის თქმით, ვინც უნდა იყო, ჟურნალისტი თუ ოპერატორი, კერძო საკუთრებაში შეღწევა ნებართვის გარეშე არ შეიძლება.

„როდესაც ადამიანი კონკრეტული სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირის საკუთრებაში შეაღწევს მისი ნებართვის გარეშე, ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა გაქვთ ალბათ ხო? ეს რომ მოხდეს და გაიგოთ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გააკეთებთ სიუჟეტებს. არ შეიძლება მეგობრებო, ასეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ადამიანის კერძო საკუთრებაში შეღწევა მისი ნებართვის გარეშე, ცარიელ სახლში, ვინც უნდა იყო, ჟურნალისტი, ოპერატორი, არ შეიძლება და არ მინდა, უფრო მძიმე შეფასებებში წავიდე. ვიქტორ ჯაფარიძის სახლში შეღწევა, მისი ნებართვის გარეშე მაშინ, როდესაც იქ არავინ იმყოფება, ძალიან ცუდი საქციელია, როგორც მინიმუმ . რაღაცა სტანდარტზე უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში – ძალიან კარგია მედიათავისუფლება და მე მგონი, „ქართულ ოცნებას“ ამაში რაღაც წვლილი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ მედიათავისუფლება ისე გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ, არ არის სწორი საქციელი და გთხოვთ ყველას, გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. რაღაც შეთანხმების ფარგლებში რომ ასე არ მოიქცევა არავინ, უნდა ვიმოქმედოთ. როდესაც სიუჟეტებს აკეთებს ერთი, მეორე, თუ მესამე არხი, მათ შორის დადიან და მოსახლეობას აბრაზებენ რომელიმე დეპუტატის ქონებით, რა ქონებებსაც თქვენ აჩვენებთ, ყველა მათგანს, წარმატებულ ბიზნესმენს, ვიდრე ისინი გახდებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები უკვე შეძენილი ჰქონდათ და უკვე თავისი შრომით ჰქონდათ ბევრი რამისთვის მიღწეული – წარმატებულ ბიზნესმენებს, რომლებიც შემდეგ გახდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. ჩემი აზრით, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას და ამ ხალხის მოტყუებას თავი უნდა დავანებოთ და მით უმეტეს, ბინაში შეღწევით. ესღა გვაკლდა ამ ქვეყანაში, რომ ჟურნალისტებს შეეღწიათ ცარიელ ბინებში და შიგნით რაღაცა კადრები გადაეღოთ. ეს არის ჩემი გულწრფელი გულისტკივილი ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენელთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.