მამუკა ხაზარაძე - სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას
მამუკა ხაზარაძე - სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას. ხაზარაძე ითხოვს, შემოღებული იყოს 30-დღიანი სავიზო რეგულაცია.

„ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო! საქართველოს რუსეთთან 365 დღიანი უვიზო რეჟიმი აქვს!

სასწრაფოდ შემოიღეთ 30-დღიანი სავიზო რეგულაცია, პუტინის ომზე მისი მოქალაქეებიც უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას!

საქართველოს ეროვნული ინტერესები და ქვეყნის საზღვრები დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს დაცული!“ – აცხადებს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.