მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელიას უნდა ვესაუბრო, დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან
მამუკა ხაზარაძე - ნიკა მელიას უნდა ვესაუბრო, დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან

ნიკა მელიას უნდა ვესაუბრო, დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ვაპირებ, უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო და ვისაუბრო ორ საკითხზე, ის დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან. ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება „გალაწუნება“ „ქართული ოცნებისთვის“ და მათი მართლმსაჯულებისთვის.

მეორე საკითხი, რომელიც მასთან მინდა, გავიარო, არის საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნა“, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.