მამუკა ხაზარაძე - ბლოკირებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოწოდებას კატეგორიულად ვემიჯნები
მამუკა ხაზარაძე - ბლოკირებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოწოდებას კატეგორიულად ვემიჯნები

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბლოკირებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოწოდებას კატეგორიულად ემიჯნება.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ყველგან შევქმნათ პრობლემები, ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი“.

„ბლოკირებასთან დაკავშირებით კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ მოწოდებას, ვინც უნდა იყოს ის. ჩვენ, „ლელო“ ვართ ყოველთვის მომხრე, აქცია იქნება ეს თუ პროტესტი, მხოლოდ კანონიერების ფარგლებში იყოს. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა მოწოდება ჩვენთვის მიუღებელია“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, შეკითხვაზე, სჭირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, ხაზარაძემ აღნიშნა: „მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დღეს არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის“.