მამუკა ხაბარელი ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანაზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს #1TVSPORT
მამუკა ხაბარელი ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანაზაციო კომიტეტს უხელმძღვანელებს #1TVSPORT

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც იმსჯელეს ბაკურიანში, 2025 წელს ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ.

სეოკ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2025 წელს, საქართველოში გასამართი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მამუკა ხაბარელის კანდიდატურა.