მამუკა ჯუღელმა საქართველოში საინტერესო თავდამსხმელი „სამგურალში“ აღმოაჩინა - კვარაცხელიას და ბიჭებს ევრო 2023-ზე თამაში სურთ #1TVSPORT
მამუკა ჯუღელმა საქართველოში საინტერესო თავდამსხმელი „სამგურალში“ აღმოაჩინა - კვარაცხელიას და ბიჭებს ევრო 2023-ზე თამაში სურთ #1TVSPORT

მამუკა ჯუღელმა GeoTeam-თან ინტერვიუში ეროვნული ნაკრების იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა,  რომლებთანაც თანამშრომლობს და, შესაძლოა, ახალგაზრდულ ნაკრებს ევრო 2023-ზე შეუერთდნენ.

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა ასევე გამოარჩია მოთამაშეები, რომლებშიც პერსპექტივას ხედავს, ამ მხრივ „საბურთალოს“ მცველი ივა გელაშვილი და „სამგურალის“ თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე დაასახელა.

„აზაროვის, კვარაცხელიასა და დავითაშვილის ახალგაზრდულში თამაში ეროვნულ გუნდზეა დამოკიდებული. ბიჭები მზად არიან და, რა თქმა უნდა, ითამაშებენ.

ჩემი აზრით, ამ ევროპის ჩემპიონატზე კარგად გამოვალთ, რადგან ძალიან კარგი ნაკრები გვყავს. თანაც ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკაც აქვთ. ძალიან კარგი ფეხბურთელები გამოჩდნენ, მაგალითად, „საბურთალოს“ მცველი ივა გელაშვილი ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ევროპის ჩემპიონატს მაღალ დონეზე ჩაამთავრებს და კარგ გუნდში მოხვდება.

ძალიან კარგი ბიჭია მექვაბიშვილი, მაგრამ ყველას არ ჩამოვთვლი, რომ ვინმეს არ ეწყინოს. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ლადო ჩიხრაძის („სამგურალის“ თავდამსხმელი) გამოჩენა. ბოლოს და ბოლოს, ბოლო წლებში საქართველოში გამოჩნდა ფეხბურთელი, ვინც გატანა იცის.

აშვეთიას წასვლის შემდეგ გოლის გამტანი ფორვარდი გვაკლდა. კარგი თავდამსხმელები გვყავდა, მაგრამ ასე გოლზე და კარზე დაგეშილი ფორვარდი არ მახსენდება. ჩიხრაძე არაფრიდან მომენტს ქმნის და ძალიან მომწონს“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.