მამუკა ჯუღელი - „ნაპოლიმდე“ შორია, მაგრამ კვერნაძით „ფროზინონე“ და „ვერონა“ დაინტერესდნენ #1TVSPORT
მამუკა ჯუღელი - „ნაპოლიმდე“ შორია, მაგრამ კვერნაძით „ფროზინონე“ და „ვერონა“ დაინტერესდნენ #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის „ნაპოლიში“ გადასვლა ჯერ არარეალურია, მაგრამ მისით ორი იტალიური კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ მამუკა ჯუღელმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო პოლიტიკაში არ ჩავრეულვარ. ორი მოთამაშე მივიყვანე – გიორგი კვერნაძე, რომელიც ჩემი ფეხბურთელია და ფოთელი გიორგი ხარებავა. ორივე პერსპექტიულია. კვერნაძეზე უკვე არის სერიოზული შემოთავაზებები, ყველაფერს განვიხილავ და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

თუმცა, „ნაპოლიში“ მის გადასვლაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჯერ უნდა დაამტკიცოს ბათუმის „დინამოში“, შემდეგ საქართველოს ნაკრებში და მაინც საკითხავია, აიყვანენ თუ არა. ამ წუთას „ნაპოლისგან“ შორს არის. ამაზე ყველაფერს ერთ წელიწადში გეტყვით. ახლა კი დაინტერესებულები არიან „ფროზინონე“ (სერია B-ს ლიდერი) და „ვერონა“ (სერია A-ს აუტსაიდერი).

ხარებავა სამი წლის წინ მირჩიეს მეგობრებმა. გემოვნება კარგი მაქვს, ვნახე და მართლა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. იტალიელებს კვერნაძეზეც ვუთხარი და ხარებავაზეც, და რა დონეზეც განვითარდებიან, გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ. თუმცა, უკვე კარგია, რომ კვერნაძე იტალიელების ყურადღების ცენტრშია. ითამაშოს ევრო 2023-ზე და წაიყვანენ“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.