მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

23:58, 01.06.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ბახტაძემ და ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ფაშინიანს პირველ ივნისს 44 წელი შეუსრულდა.

მსგავსი