მამუკა ბახტაძე - ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს და კომისიას მივცეთ საშუალება, ნორმალურ გარემოში დაასრულოს სამუშაო
მამუკა ბახტაძე - ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს და კომისიას მივცეთ საშუალება, ნორმალურ გარემოში დაასრულოს სამუშაო

ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს და კომისიას მივცეთ საშუალება ნორმალურ გარემოში დაასრულოს სამუშაო, რომ გვქონდეს ციფრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოლოდინზე, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ამომრჩევლის არჩევანზე, დაფიქსირებულზე თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. თქვენ მოისმინეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებები და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა, როგორი სტანდარტის არჩევნებს ვატარებთ ჩვენ.

აქედან გამომდინარე, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ერის არჩევანს და კომისიას მივცეთ საშუალება, ნორმალურ, ცივილიზებულ გარემოში დაასრულოს თავისი სამუშაო, რომ თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს ციფრები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა, რომ უნდა იყვნენ „შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი აღნიშნა, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვა და თუკი „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს, რომ მათ მოიგეს, პროტესტს აპირებს.