მამუკა ბახტაძე ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ტელეფონით ესაუბრა 

17:35, 22.03.2019

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ყაზახური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მამუკა ბახტაძემ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა ყაზახეთის განვითარებასა და პროგრესის მიღწევაში. თავის მხრივ, ტოკაევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილი მილოცვისთვის.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დარწმუნებულია, რომ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ორი ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ყაზახური მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი ქართული მხარის ინიციატივით შედგა.

მსგავსი