მამუკა ბახტაძე - ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში
მამუკა ბახტაძე - ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში

ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოსა და ვენესუელელ ხალხს.

ჩვენ ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერის განცხადებაში.