მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობას ელოდება.

„სიხარულით ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უფრო მეტად წინ წავწიოთ და გავაძლიეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. ვისურვებდი მეტი მიზნის მიღწევას ჩვენს ურთიერთობებში!“ – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის მილოცვაში.

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი გუშინ აირჩიეს.