მამუკა ბახტაძე - საქართველოში ოჯახსა და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება
მამუკა ბახტაძე - საქართველოში ოჯახსა და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მომავალშიც ასე იქნება

საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც იქნება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში, ჟურნალისტების მიერ 17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია.

„ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით. საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დატოვე კომენტარი