მამუკა ბახტაძე - საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებობს მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“
მამუკა ბახტაძე - საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებობს მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“

საქართველოს უახლეს ისტორიაში გახლავთ მხოლოდ ერთი ძალადობრივი, რევანშისტული პოლიტიკური ძალა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ბახტაძეს ჟურნალისტებმა მიმართეს კითხვით, ქვეყანაში შესაძლოა არეულობებზე საუბარი ხომ არ უქმნის პრობლემას ქვეყნის რეპუტაციას.

„ერთადერთი ძალა, რომელმაც დაამახსოვრა საზოგადოებას თავი სწორედ ამ თვალსაზრისით, არის „ნაციონალური მოძრაობა“. 2012 წლიდან საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი გახლავთ სწორედ „ქართული ოცნება“. ეს სტანდარტი ყოველთვის იქნება მაღალ დონეზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.