მამუკა ბახტაძე - საკანონმდებლო ცვლილებებში საქართველოში არის მყარი გარანტია, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა
მამუკა ბახტაძე - საკანონმდებლო ცვლილებებში საქართველოში არის მყარი გარანტია, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა

საკანონმდებლო ცვლილებებში საქართველოში არის მყარი გარანტია, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომაზე აღნიშნა, რომ 2018 წელს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, მარშის ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ღონისძიება გაეუქმებინათ. „ამის მიზეზი იყო მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ულტრამემრაჯვენეებისა და ექსტრემისტების მხრიდან და ასევე პოლიციის მხრიდან მათი დაუცველობა. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ პრობლემებისა, რომელსაც ლგბტ საზოგადოება აწყდება საქართველოში კანონიერი უფლების – შეკრების თავისუფლების სარგებლობისას. რა კონკრეტული ქმედებებს გაატარებს თქვენი მთავრობა რომ ლგბტ საზოგადოებას ამ უფლებით სარგებლობა შეძლოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ეს იყო ძალიან დიდი წინსვლა. რაც შეეხება, მარგინალურ ჯგუფებს, რომლებიც ახსენებთ, ეს ჯგუფები ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ იპოვოთ. შემიძლია დაგარწმუნოთ რომ, საკანონმდებლო დონეზე ადამიანის უფლებების დაცულია უმაღლეს დონზე. ჩვენ ამით ვამაყობთ. ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გვაძლევენ მეგობრები, რომ ჩვენი წინსვლა განვამტკიცოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარ არგუმენტს – ეს არის კანონმდებლობა. ამ კუთხით დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს. რა თქმა უნდა, არის მიმართულებები, სადაც კანონმდებლობა უნდა იყოს უფრო მტკიცე. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებებში არის მყარი გარანტია, რომ ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.