მამუკა ბახტაძე - რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ
მამუკა ბახტაძე - რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ

რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„რაც შეეხება საქართველოში ბიზნესისა და მისი ინტერესების დაცვას, ეს ყველასთვის ნათელია და ამას მოწმობს ჩვენი პოზიცია საერთაშორისი რეიტინგებში. ის, რაც გავრცელდა სხვადასხვა ჩანაწერების სახით დარწმუნებული ვარ, საზოგადოება კარგად გაერკვევა, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა ავღნიშნო, რომ გადასახადს საქართველოს ბიუჯეტში ყველა გადაიხდის.

საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი როგორც ჩანს ემსახურება წინასაარჩევნო პერიოდში დისონანსის შემოტანას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნურავის ექნება ამის ილუზია. საქართველოში არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში. ისე, როგორც ეს შეეფერება იმ სტანდარტს რისკენაც მივილტვით – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.