მამუკა ბახტაძე - პატრიარქმა ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს
მამუკა ბახტაძე - პატრიარქმა ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს

პატრიარქმა ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. პრემიერმა მორწმუნეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა, მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება ურთიერთთანაგრძნობა და ყველაფერი საუკეთესო.

დღე პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე, ყველაფერზე იმაზე, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ხვდებიან ამ დღეასასწაულს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.