მამუკა ბახტაძე მიუნხენში სერ ალან დანკანს შეხვდა
მამუკა ბახტაძე მიუნხენში სერ ალან დანკანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა ხანმოკლე შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც სერ ალან დანკანმა დადებითად შეაფასა, ასევე – რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

ხაზი გაესვა „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებზე მეტყველებს. აღინიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის როლს პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების პროცესში.