მამუკა ბახტაძე - მადლობა ბელარუს ხალხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს
მამუკა ბახტაძე - მადლობა ბელარუს ხალხს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყანას იმ პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბელარუსის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არის სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული და ორიენტირებულია სამშვიდობო ინიციატივებზე.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ჩვენს მეგობარ ბელარუს ხალხს, რომ ამ მხარდაჭერას, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ქართველი ერი ამას არასოდეს დაივიწყებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.