მამუკა ბახტაძე - ფეიკ-ნიუსებით არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსი შემოიტანონ
მამუკა ბახტაძე - ფეიკ-ნიუსებით არის მცდელობა, წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსი შემოიტანონ

დეზინფორმაციითა და ფეიკ-ნიუსებით არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომ „რუსთავი 2“-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და მას რეიტინგით გიორგი გახარია და კახა კალაძე უსწრებენ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი კვლევები საზოგადოებას არაერთხელ უნახავს, თუმცა შემდეგ რეალობა სხვანაირი ყოფილა.

„2012 წლიდან დაწყებული, ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. ხალხი გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციით და ფეიკ-ნიუსებით უბრალოდ არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.