მამუკა ბახტაძე - ჩინეთში ვხსნით ქართულ პავილიონს, რომელიც დაგვეხმარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში
მამუკა ბახტაძე - ჩინეთში ვხსნით ქართულ პავილიონს, რომელიც დაგვეხმარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში

ჩინეთში ვხსნით ქართულ პავილიონს, რომელიც დაგვეხმარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში, – ამის შესახებ აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

„დაიწყო ჩემი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. დავესწარი პრეზიდენტ სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას, სადაც შევხვდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდსა და ლიეტუვას პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს. ჩვენი მიზანია, საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრაცია და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბება. ჩინეთის ბაზარი კი არის უდიდესი პლატფორმა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ბიზნესი და, რაც მთავარია, დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები.

ხვალ გავხსნით ქართულ პავილიონს, რომელიც დაგვეხმარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ექსპორტი!“ – წერს პრემიერი საკუთარ გვერდზე „ფეისბუქში“.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.