მამუკა ბახტაძე - არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ
მამუკა ბახტაძე - არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვას, არის თუ არა ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაცია საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

„ერთი თვის წინ ბათუმელებს დავპირდით, რომ პროექტს დავიწყებდით. დავალება მივეცი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეძებნათ ადგილი, სივრცე, სადაც შევძლებდით ამ პროექტის განვითარებას.

ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? მაშინ რატომ მისვამთ ამ შეკითხვას. ერთი თვის წინ არჩევნები იყო? მეგობრებო, არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პრიორიტეტები – ეროვნული იდეა განათლების სახით და ამ იდეის რეალიზაციას ჩვენ უზრუნველვყოფთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, არჩევნები ტარდება თუ არა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ეს ძირითადად ცენტრალური ბიუჯეტის სახსრები იქნება“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.