მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

მამუკა ბახტაძესთან ერთად, დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.

„საუბარი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, რათა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული მაღალი დონის სტუმრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.