მამუჩაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
მამუჩაშვილმა ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლადო მამუჩაშვილმა კარიერის ისევ ბათუმის „დინამოში“ გაგრძელება გადაწყვიტა – ჩვენი ინფორმაციით, 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ღირსებას მინიმუმ 2 წელი დაიცავს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ბათუმის „დინამოში“ 2018 წელს ჩაირიცხა და ორწლიანი კონტარქტი გააფორმა. მაგრამ ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ეს ლოგიკურია, რადგან უნივერსალმა ფეხბურთელმა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. 2020 წლის დასრულებულ სეზონში ბათუმის „დინამოს“ მარჯვენა მცველები დაუშვდა და ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი დაცვის ფლანგზე დააყენეს – მან ახალ როლში თავი კარგად გამოავლინა.

ლადო მამუჩაშვილი „საბურთალოს“ აღზრდილია. ბათუმელთა ფორმით 2018 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ეროვნულ ლიგაში 71 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.