მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანეს - „ვალენსია“ „ალმერიას“ დაუზავდა #1TVSPORT
მამარდაშვილს პენალტი ვერ გაუტანეს - „ვალენსია“ „ალმერიას“ დაუზავდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მორიგი ტურში „ალმერიას“ უმასპინძლა და სანახაობრივი, უხვგოლიანი, დაძაბული მატჩი 2:2 დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მეკარე „მესტალიელთა“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში ერთ-ერთი მთავარი მომენტის მონაწილე გახდა. საჯარიმოში მომხდარი ინციდენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, 44-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა – მამარდაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, რამაზანმა კი ბურთი ძელს მოარტყა.

მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. „ვალენსია“ ორჯერ დაწინაურდა კლუივერტის (48-ე წუთზე) და გაიას (65) გოლებით, მაგრამ „ალმერიამ“ ორივეჯერ წონასწორობა აღადგინა – პირველად ეს 54-ე წუთზე ჩუმიმ მოახერხა, მეორედ კი 74-ე წუთზე მამარდაშვილის კარი ფრანსისკო პორტილიომ აიღო.

საბოლოოდ, ეს დაძაბული დაპირისპირება 2:2 დასრულდა. „ვალენსიამ“ 18 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დარჩა.