მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება - „ვალენსიამ“ რუბენ ბარახა გაათავისუფლა #1TVSPORT
მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება - „ვალენსიამ“ რუბენ ბარახა გაათავისუფლა #1TVSPORT

ლა ლიგაში ცუდად ჩატარებული საშემოდგომო ეტაპის შემდეგ „ვალენსიამ“, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა გაათავისუფლა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვალენსიამ“ მწვრთნელის დათხოვნის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ლა ლიგის ბოლო ტურში „მესტალიაზე“ „ალავესთან“ მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

ბარახას ხელმძღვანელობით „ვალენსიამ“ 78 ოფიციალური მატჩიდან 26 მოიგო, 20 ფრედ დაასრულა და 32 წააგო.

გავრცელებული ცნობებით, „ვალენსიას“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი კიკე სანჩეს ფლორესია, რომელიც „ღამურებს“ 2005-2007 წლებში წვრთნიდა.