მამარდაშვილმა სრულად ითამაშა - „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ იოლად მოუგო #1TVSPORT
მამარდაშვილმა სრულად ითამაშა - „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ იოლად მოუგო #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა – 5:1.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. ყველაზე სახიფათო მომენტი მე-10 წუთზე მარჯვენა ქვედა კუთხეში ბორხა მაიორალის დარტყმა იყო, მაგრამ ქართველი მეკარე ფხიზლად დახვდა და ბურთი ნახტომში მოიგერია.

„ვალენსიამ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა. მე-7 წუთზე გუნდი ტონი ლატომ ეფექტური გოლით დააწინაურა, მე-14 წუთზე სამუელ ლინომ ახლო მანძილიდან მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ორ წუთში მეკარის შეცდომით სამუელ კასტილეხომ ისარგებლა, გადაცემა ჩაჭრა და კარის ბადე მესამედ შეარხია.

მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გავიდა. 65-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავი ნიკომ გამოიჩინა, 68-ეზე კი უგო დუროს გოლით„ვალენსიას“ უპირატესობა გამანადგურებელი გახდა -5:0.

10 წუთში ალვარეს სოსამ სხვაობა შეამცირა, 88-ე წუთზე კი „ვალენსიას“ მოთამაშე გაუგდეს, მაგრამ არც ერთ ამ ფაქტს შედეგზე გავლენა აღარ მოუხდენია.

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 5:1 გაიმარჯვა, სეზონში მეორე მოგებით 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაწინაურდა.