მამარდაშვილმა ორი პენალტი მოიგერია – ქართველი მეკარე თანაგუნდელმა დააღალატა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა ლა ლიგაში „ალავესის“ წინააღმდეგ, მაგრამ „ვალენსიას“ გასვლითი შეხვედრის გადარჩენაში მაინც ვერ დაეხმარა – 0:1.
მამარდაშვილი „მესტალიელების“ ძირითად შემადგენლობაში იყო, სტუმართა რიგებში კი კვლავ არ ჩანდა გიორგი გაგუა. ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრის პირველივე წუთზე, გიორგიმ „ალავესის“ მოთამაშე საკუთარ საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა, მაგრამ მამარდაშვილმა კიკე გარსიას დარტყმა მოიგერია.
😉 ¡Antes del gol de los locales, Giorgi Mamardashvili hizo este paradón!#AlavésValencia | #LALIGAEASPORTS#LALIGAHighlights pic.twitter.com/OMozcu4Zs9
— LALIGA (@LaLiga) September 2, 2023
თუმცა, „ვალენსიას“ მოთამაშე მსაჯის სასტვენამდე საჯარიმოში შევარდა და ამის გამო, გარსიას ჯარიმა განმეორებით შეასრულებინეს – მამარდაშვილმა დარტყმის მიმართულება ამჯერადაც გამოიცნო და ბურთი ისევ მოიგერია. „ალავესს“ ისევ „ვალენსიას“ მცველი დაეხმარა – ისევ გარსიამ შეუტია და დარტყმული მე-6 წუთზე საკუთარ კარში ჩენქ ოზქაჩარიმ ჩაჭრა და მასპინძლები დააწინაურა.
„ვალენსია“, რომელიც ორი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მიდიოდა, ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 6 ქულით მე-10 ადგილზეა.
