მამარდაშვილმა „ნოტინგემთან“ ძირითადში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

მორიგ ამხანაგურ მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ პრემიერლიგაში დაბრუნებულ „ნოტინგემ ფორესტს” დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დაასრულა.

ქართველი მეკარე ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და რამდენიმე ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა, მაგრამ 25-ე წუთზე ინგლისელთა კონტრშეტევისას კარიდან დაუფიქრებლად გავიდა და კარი ცარიელი დატოვა. „ვალენსია“ გოლს აშკარა გოლს გადაურჩა – ჯონსონმა საჯარიმოში სარიჯი მოძებნა, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.

ესპანური კლუბი 42-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის, გონსალო გედეშის კარგი გადაცემისა და კარლოს სოლერის ზუსტი დარტყმის შედეგად დაწინაურდა. „ნოტინგემ ფორესტმა“ ანგარიში 83-ე წუთზე ბრენან ჯონსონის გოლით გაათანაბრა. მაგრამ „ვალენსიას“ კარში ამ დროისთვის ხაუმე დომენეკი იდგა, რომელმაც ქართველი კიპერი 66-ე წუთზე შეცვალა.

„ვალენსია“ შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 6 აგვისტოს გამართავს. მამარდაშვილის გუნდი ბერგამოსატალანტას“ „მესტალიაზე“ მიიღებს, შემდეგ კი ლა ლიგა დაიწყება.