მამარდაშვილმა ისევ ითამაშა - „ვალენსიამ“ ბილბაოში თასის ფინალისკენ გაიხედა #1TVSPORT
მამარდაშვილმა ისევ ითამაშა - „ვალენსიამ“ ბილბაოში თასის ფინალისკენ გაიხედა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი კვლავ „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდა – გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა 21 წლის ქართველი მეკარე ესპანეთის თასის (კოპა დელ რეის) პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ათამაშა. „მესტალიელები“ ბილბაოში „ატლეტიკს“ ესტუმრნენ, მატჩი ფრედ დასრულდა (1:1), რითაც „ვალენსიამ“ თასის ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის დასაწყისში ქართველ მეკარეს ნერვიულობა ეტყობოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის, დიახაბის დაგორებულ ბურთს ფეხი ააცილა, მაგრამ ბურთი კარს აცდა და „ვალენსია“ გადარჩა. მაგრამ 31-ე წუთზე ვილიამსის ძლიერ დარტყმას გადაეღობა. 37-ე წუთზე კი რაულ გარსიამ ანგარიში გახსნა.

გიორგის საქმე მეორე ტაიმშიც არ აკლდა, მაგრამ არაერთი სახიფათო დარტყმა მოიგერია. მისმა გუნდმა კი ანგარიში გაათანაბრა: 66-ე წუთზე „ვალენსიას“ შეტევა უგო დურომ დააგვირგვინა 1:1. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა.

ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას „ვალენსია“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ 3 მარტს „მესტალიაზე“ უმასპინძლებს.