მამარდაშვილმა ისევ ითამაშა - „ვალენსია“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილმა ისევ ითამაშა - „ვალენსია“ სახლში დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარისა და „ვალენსიასთვის“ უიღბლო გამოდგა.

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 32-ე ტურში „მესტალიაზე“ „ოსასუნას“ უმასპინძლა, რომელიც სატურნირო ცხრილში მასზე დაბალ საფეხურს იკავებდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. 50-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. გიორგი მამარდაშვილი ჩიმი ავილას (ოსასუნა) დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ბურთის მოგერიება ვერ მოახერხა.

74-ე წუთზე რუბენ გარსიას პასის შემდეგ, ანტე ბუდიმირმა საჯარიმოში სივრცე იპოვა და ახლო მანძილიდან მამარდაშვილის კარის მარცხენა კუთხეში ძლიერი დარტყმით „ოსასუნას“ უპირატესობა გაზარდა – 0:2. 83-ე წუთზე ვიდეორეფერის ჩარევით სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კარლოს სოლერიმ ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „ვალენსიამ“ თამაში ვეღარ გადაარჩინა და 1:2 წააგო.

„ვალენსიამ“ 32 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა, თუმცა, მოგებით გუნდს ბილბაოს „ატლეტიკის“ დაწევის (45 ქულა) და მე-8 პოზიციაზე დაწინაურების შანსი ჰქონდა.