მამარდაშვილმა ისევ ითამაშა - „ვალენსია“ ბასკეთში დამარცხდა, შემდეგი გაჩერება „ბარსელონაა“ [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ კარში ზედიზედ მესამე შეხვედრაში ჩადგა – 21 წლსი ქართველმა მეკარემ ამჯერად ლა ლიგის 24-ე ტურში გასვლითი მატჩი „ალავესთან“ ითამაშა.

ერთ-ერთ აუტსაიდერთან ხოსე ბორდალასის გუნდი1:2 დამარცხდა, მაგრამ ვიტორია-გასტეისში გამართულ შეხვედრაში მამარადაშვილის დადანაშაულება რთულია.

„დეპორტივო ალავესთან“ მატჩში გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიელების“ ფორმა მიმდინარე სეზონში მეცხრედ მოირგო. პირველ ტაიმში გუნდი ორჯერ გადაარჩინა და არც ერთი გოლი მისი ბრალი არ ყოფილა. პირველი გოლი მე-14 წუთზე გავიდა – გიორგიმ ბურთი ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მცველებმა მამადუ ლუმას ვერ დაასწრეს.

62-ე წუთზე გონსალო გედეშმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 76-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო უკვე „ვალენსიას“ კარში დაინიშნა, რომელიც ხოსელუმ (ხოსე მატო) ზუსტად შეასრულა და ბასკებმა ნოემბრის შემდეგ პირველი მოგება იზეიმეს.

ლა ლიგიგის 24 ტური შემდეგ „ვალენსიამ“ 30 ქულა დაააგროვა და მე-12 ადგილზეა. შემდეგი ტურის მატჩს გუნდი 20 თებერვალს გამართავს და დიდი გამიცდა ელის – „მესტალიას“ „ბარსელონა“ ესტუმრება.