მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა - „ვალენსიამ“ გასვლაზე „გრანადა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მამარდაშვილმა გოლი ისევ არ გაუშვა - „ვალენსიამ“ გასვლაზე „გრანადა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „გრანადას“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა – 1:0.

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „გრანადამ“ ქართველის კართან რამდენიმეჯერ სახიფათო მომენტი შექმნა. გიორგი მამარდაშვილი მე-13 -წუთზე დარტყმას გადაეღობა, 27-ეზე შესანიშნავ ნახტომში მოიგერია ფაკუნდო პელისტრის შეტევა, ხოლო 42-ე წუთზე ისევ უზუნის არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

მეორე ტაიმში „ვალენსიამ“ მატჩი უფრო კარგად ჩაატარა და 78-ე წუთზე ანგარიში გახსნა. კუთხურის გათამაშების შემდეგ, ბურთი საჯარიმოს ხაზთან ანდრე ალმეიდამ მიიღო და პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა.

„ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგაში გამართული 26-ე ტურის შემდეგ 44 ქულა დააგროვა და ევროზონასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მამარდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში ბურთი უკვე მე-11 შეხვედრაში არ გაუშვა.