მამარდაშვილმა ერთ-ერთ ლიდერთან კარი უგოლოდ შეინახა - „ვალენსიამ“ ლა ლიგაში სამთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო #1TVSPORT
მამარდაშვილმა ერთ-ერთ ლიდერთან კარი უგოლოდ შეინახა - „ვალენსიამ“ ლა ლიგაში სამთვიანი პაუზის შემდეგ მოიგო #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვბილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, ქართველის გუნდმა კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა ლა ლიგის 23-ე ტურის გასვლითი მატჩი „მესტალიაზე“ აგრესიულად დაიწყო და საწყის წუთებში ქართველი მეკარე ორ სახიფთო შეტევას გადაეღობა – მე-10 წუთზე დიეგო რიკოს ძლიერი დარტყმა მოიგერია, ხოლო მე-17 წუთზე – მიკელ ოიარსაბალის იერიში.

„ვალენსიამ“ ბასკური კლუბის შეტევები შეაჩერა და კონტრშეტევაზე ანგარიში გახსნა. მე-40 წუთზე სამუელ ლინოს ფლანგური გადაცემა საკუთარ კარში იგორ ზუბელდიამ ჩაჭრა – 1:0. 47-ე წუთზე მამარდაშვილმა „ვალენსია“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა, როდესაც რობინ ლე ნორმანდმა მარცხენა ქვედა კუთხეში დაარტყა და ბურთი ნახტომში შეაჩერა.

საბოლოოდ, „ვალენსიამ“ 10 ნოემბრიდან ლა ლიგაში პირველად მოიგო და 23 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა. ამ გამარჯვებით ქართველის გუნდი მე-17 ადგილზე დააწინაურდა და აუტსაიდერთა სამეული დატოვა.