მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ მზადება დაასრულეს - ესპანელები „ასტონ ვილასთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT
მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ მზადება დაასრულეს - ესპანელები „ასტონ ვილასთან“ დამარცხდნენ #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა პრემიერლიგელ „ასტონ ვილასთან“ გამართეს და 1:2 დამარცხდნენ.

გუნდებმა „ფროფეუ ტარონია“ გაითამაშეს, რაც ტრადიციაა და „ვალენსია“ სეზონის დაწყებამდე უკვე 51-ედ ატარებს. ეს არის გუნდის ძირითადი სოციალური პროექტის ნაწილი.

საქართველოს ნაკრების მეკარე, რომელმაც წინა ტესტმატჩში „ალავესთან“ გუნდის კაპიტნის სამკლაურიც მოირგო, ინგლისელებთან „მესტალიაზე“ გამართულ შეხვედრაში ესპანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. ეს კი დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ გიორგი ესპანეთში დარჩება.

მატჩი ინგლისელებმა უკეთ ჩაატარეს, მეტი მომენტი შექმნეს და შანსები ესპანელებზე უკეთ გამოიყენეს. ანგარიში 22-ე წუთზე ოლი უოტკინსმა გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე „ვალენსიის“ კარი მეორედ ემილიანო ბუენდიამ აიღო. საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე ავტოგოლით კალუმ ჩემბერსმა დააფიქსირა.

ეს მოსამზადებელ ეტაპზე „ვალენსიის“ ბოლო ამხანაგური მატჩი იყო, რომლითაც გუნდმა შეკრება დაასრულა. სეზონს კი 11 აგვისტოს „სევილიასთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნის.