მამარდაშვილმა და გოგლიჩიძემ კუთვნილი ჯილდოები მიიღეს #1TVSPORT
მამარდაშვილმა და გოგლიჩიძემ კუთვნილი ჯილდოები მიიღეს #1TVSPORT

სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩამდე საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს, გიორგი მამარდაშვილსა და საბა გოგლიჩიძეს ჯილდოები გადასცეს – „ვალენსიის“ ქართველი მეკარე საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო „ემპოლის“ 20 წლის მცველი წლის საუკეთესო ქართველ ახალგაზრდა ფეხბურთელად.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება – GFF Awards 2024 სასტუმრო „პულმანში“ 27 დეკემბერს გაიმართა. მამარდაშვილმა და გოგლიჩიძემ ღონსიძიებაზე დასწრება ვერ მოახერხეს, მათ კუთვნილი ჯილდოები ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა სომხეთთან მატჩის დაწყებამდე გადასცა.

ფოტო: www.gff.ge