მამარდაშვილის „ვალენსიამ“ უშუალო კონკურენტი „ლეგანესი“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ გამარჯვების გემო გაიხსენა და ლა ლიგაში უშუალო კონკურენტის, „ლეგანესის“ დამარცხებით (2:0) სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის საშინაო დაპირისპირების შედეგს „ვალენსიისთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან „ლეგანესი“ სატურნირო ცხრილში ქართველის გუნდის უშუალო კონკურენტია.
მასპინძლები 30-ე წუთზე კრისტიან მოსკერამ დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე დიაჰაბიმ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი კარში შეუცვლელად იდგა და 7.4 ქულა დაიმსახურა.
„ვალენსიამ“ ლა ლიგაში გამართული 23 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზეა და ლა ლიგაში დასარჩენად მებრძოლ გუნდებთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა.