მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ოსასუნასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ოსასუნასთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

გავრცელებული ხმები არ გამართლდა და „ოსასუნასთან“ გასვლით შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – მატჩი 3:3 დასრულდა.

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის დაპირისპირების პირველი ტაიმი სანახაობრივიც გამოდგა და უხვგოლიანიც. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, „ვალენსიას“ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და ევროტურნირების ზონასთან ახლოს მყოფ „ოსასუნას“ ბოლომდე ებრძოლა.

ვალენსიელები მე-14 წუთზე ლოპესმა დააწინაურა. მართალია, 26-ე წუთზე ოროზიმ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ სადიქმა „ვალენსია“ ისევ წინ გაიყვანა. შესვენებამდე ოროზიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ბუდიმირმა პენალტი გაიტანა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:2 მოიგეს.

მეორე ნახევარში „ვალენსია“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და ეს 87-ე წუთზე მოახერხა – სადიქმა დუბლი შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

26 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 24 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.