მამარდაშვილის „ვალენსიამ“ მოიგო - საქართველოს ნაკრების მეკარეს კარგი თამაში დაუფასეს #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „რეალ სოსიედადი“ დაამარცხა და ესპანეთის ლა ლიგაში დასარჩენად მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა – 1:0.
მე-20 ტურის შეხვედრაში ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე გავიდა – უგო დურომ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. „სოსიედადმა“ კარგი მომენტები შექმნა, მაგრამ ქართველი მეკარე საიმედოდ თამაშობდა – 37-ე წუთზე ხავი ლოპესის თავური მოიგერია, ოთხ წუთში კი ბეკერის დარტყმას გადაეღობა და, საბოლოოდ, საკმაოდ მაღალი შეფასება, 7.0 ქულა მიიღო.
„ვალენსიამ“ ამ მოგებით ქულათა მარაგი 16-მდე გაზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ადგილს თავი დააღწია (მე-19 ადგილზეა) და ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ გუნდებთან ჩამორჩენა შეამცირა.